მაია ნიკოლეიშვილმა მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართა

მაია ნიკოლეიშვილმა მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართა

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ.

"2012 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს და მოვითხოვე სისხლის სამართლის საქმის გადახედვა, რომლის მიხედვითაც მე და სხვა 12-მა პირმა თითქოსდა ჩავიდინეთ დანაშაული- სახელმწიფოს ღალატი ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, შეთქმულების გზით.

ამ დღეს 6 წელი ველოდი, დღემდე ვინარჩუნებდი დუმილს.

ვიცი რა საზოგადოებისა და მედიის დიდი ინტერესი აღნიშნული საქმის მიმართ, მსურს შევქმნა პრეცედენტი, როდესაც გამოძიება თავისუფალი იქნება მედიისგან პარალელური გამოძიებების წარმოებით და დაზარალებულის ინტერვიუებით ყოველგვარი გავლენისა და ზეწოლისგან. ამით ვადასტურებ ჩემს ნდობას ახალი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიმართ.

დარწმუნებული ვარ, ხელახალი გამოძიებით ბევრი ახალი გარემოება გახდება ცნობილი, რაც რადიკალურად შეცვლის აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებაში დღემდე არსებულ დამოკიდებულებებსა და შეფასებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ